ჰამასმა ღაზაში წარუმატებელი სარაკეტო გასროლისას ბავშვები მოკლა
პალესტინური ადამიანის უფლებათა ჯგუფის ინფორმაციით, გუშინ ღაზაში 9 ბავშვი დაიღუპა. ერთი მათგანი ისრაელის თავდასხმას შეეწირა, ორი კი ღაზას სექტორიდან ჰამასის მიერ წარუმატებლად ნასროლ რაკეტას. ექვსი ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
“საერთაშორისო ბავშვთა დაცვა - პალესტინის” განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვები სამ სხვადასხვა გარემოებაში დაიღუპნენ.
15 წლის მუჰამედ საბერ იბრაჰიმ სულეიმანი ისრაელის დრონის მიერ ნასროლ რაკეტას შეეწირა მამასთან ერთად. მისი მამა ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაური იყო.
მეორე ინციდენტი ჯაბალიაში მოხდა. პალესტინელების მიერ კუსტარულად დამზადებული რაკეტა წარუმატებლად გაისროლეს ჰამასის წევრებმა, რამაც 8 ადამიანი შეიწირა, მათ შორის ორი ბავშვი.
ორგანიზაციის განცხადებით, კიდევ 6 ბავშვი და ორი სრულწლოვანი აფეთქებას შეეწირა, რომლის გამომწვევი მიზეზიც უცნობია. მათი ცნობებით, ბავშვები ოჯახის წევრებთან ერთად თამაშობდნენ.