ჰამასმა ორი ქალი მძევალი გაათავისუფლა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰამასის ტყვეობიდან ორი ქალი, 21 წლის მია შემი და 40 წლის ამიტ სუსანა გათავისუფლდა.
ისინი ახლა ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან და ჰაცერიმის ავიაბაზისკენ მიემართებიან, სადაც ჯანმრთელობის პირველად შემოწმებას გაივლიან. მოგვიანებით მათ საავადმყოფოებში გადაიყვანენ და ოჯახებს შეუერთდებიან.
შემის მამა მიესალმა მის გათავისუფლებას და აღნიშნა, რომ მას საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
უახლოეს საათებში ჰამასი კიდევ რამდენიმე მძევლს გაათავისუფლებს.
"მძევლების ოჯახებს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები უახლეს ინფორმაციას აწვდიან," - აღნიშნეს ისრაელის არმიაში.
ისრაელის მე-12 არხის პალესტინის რეპორტიორის, ოჰად ჰემოს ცნობით, ტყვეები წითელ ჯვარს ქალაქ ღაზას იმ ნაწილში გადაეცა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები აკონტროლებდა ზავის დაწყებამდე და შესაძლოა ჰამასს ძალის დემონსტრირება სურდა.