ჰამასმა შესაძლოა ისრაელზე თავდასხმისთვის ჩრდილოეთ კორეის იარაღი გამოიყენა - AP
ჰამასის მებრძოლებმა, სავარაუდოდ, ისრაელზე თავდასხმისას ჩრდილოეთ კორეის იარაღი გამოიყენეს.
ამის შესახებ Associated Press სამხრეთ კორეელ თანამოსაუბრეებზე და ჩრდილოეთ კორეული იარაღების ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.
სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები, ჩრდილოეთ კორეული იარაღის ორი ექსპერტი და Associated Press-ის მიერ ისრაელის მიერ ბრძოლის ველზე მოპოვებული იარაღის ანალიზი მიუთითებს, რომ ჰამასი ჩრდილო კორეულ სარაკეტო ყუმბარმტყორცნებს, F-7-ებს იყენებს.
"ეს მტკიცებულება ნათელს ჰფენს იარაღის უკანონო ვაჭრობას, რომლითაც სანქცირებული ჩრდილოეთ კორეა საკუთარ ბირთვულ პროგრამას აფინანსებს. სარაკეტო ყუმბარმტყორცნიდან ერთი გასროლის შემდეგ, მისი სწრაფად გადატენვა შეიძლება, რაც პარტიზანული ბრძოლისთვის მას ღირებულ იარაღად აქცევს." - წერს გამოცემა.
ექსპერტების აზრით, F-7-ები ასევე დაფიქსირდა სირიაში, ერაყში, ლიბანსა და ღაზას სექტორში.
AP იტყობინება, რომ ჩრდილოეთ კორეის F-7 უფრო გავრცელებულ საბჭოთა RPG-7-ს ჰგავს, რამდენიმე შესამჩნევი განსხვავებებით.
ისრაელელი სამხედროების მიერ მოპოვებული და ჟურნალისტებისთვის ნაჩვენები იარაღიც F-7-ის მსგავსი იყო.
ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე სამხრეთ კორეის გაერთიანებულმა შტაბის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ F-7 ერთ-ერთი ჩრდილოეთ კორეული იარაღია, რომელიც ჰამასმა ტერორისტული თავდასხმისას გამოიყენა.