ჰამილტონი: ზურაბიშვილმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

 

ბრიტანელმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა დანიელ ჰამილტონმა ტვიტერზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა შეაფასა და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს.

"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა, მისი ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს ძალიან აზიანებს. სალომე ზურაბიშვილმა ის უნდა შეიწყალოს, ხელი შეუწყოს მის გათავისუფლებას და ქვეყანას წინსვლის საშუალება მისცეს. ამ კრიზისის გახანგრძლივება კარგი არავისთვისაა." - წერს დანიელ ჰამილტონი.

მსგავსი სიახლეები