ჰარისი ტრამპზე თავდასხმის მცდელობის შესახებ: ვგმობ პოლიტიკურ ძალადობას
15 სექტემბერს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დაგმო პოლიტიკური ძალადობა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ.
ამის შესახებ CNN წერს.
ჰარისმა თქვა, რომ იგი "ღრმად შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობით."
"სანამ გამოძიება მიმდინარეობს, მე მკაფიოდ ვაცხადებ: პოლიტიკური ძალადობა არ იქნება შეწყნარებული, ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ ინციდენტმა შემდგომი ძალადობა არ გამოიწვიოს," - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურს და სამართალდამცავ ორგანოებს ქმედებებისთვის და აღნიშნა, რომ ტრამპი უსაფრთხოდ არის.
ჰარისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია საიდუმლო სამსახურს მიაწვდის ყველა საჭირო რესურსს დაცვის მისიის შესასრულებლად.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტრამპის შესაძლო თავდასხმის საქმეში ეჭვმიტანილი გამოავლინა: ის არის 58 წლის რაიან რუთი, რომელიც წარსულში რვაჯერ დააკავეს და უკრაინის აქტიური მხარდამჭერი იყო.
დონალდ ტრამპის კამპანიამ 15 სექტემბერს, ფლორიდაში მის გოლფის კლუბთან სროლის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის უსაფრთხოდაა.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ეჭვმიტანილი პატიმრობაში იმყოფება და თავის გუნდს უბრძანა, საიდუმლო სამსახურს ყველა საჭირო რესურსები უნდა მიაწოდონ.