ჰელსინკის კომისია: მთავრობის ავტორიტარული გეზი საფრთხეში აგდებს დემოკრატიულ მომავალს
დღეს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა, კონგრესმენმა სტივ კოენმა, ასევე კომისიის სხვა წევრებმა - რიჩარდ ჰადსონმა და მარკ უიზიმ - და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დაფნა რენდმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
"გასული ათწლეულების მანძილზე, ქართველმა ხალხმა აჩვენა მათი მისწრაფება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ საკუთარი ლიდერები, და საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს მათი ქვეყნისა და მოქალაქეებისადმი არსებულ მოვალეობას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომელსაც დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლები გაუწევენ მონიტორინგს, და [რომელიც] პოლიტიკურ ოპოზიციას დაუშვებს, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა. მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეში აგდებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და მის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს". - წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.