ჰერჩინსკი: ევროკავშირი არის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბიძინა ივანიშვილის მიერ ინტერვიუში გამოთქმული ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომ დასავლეთს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა სურდა.

ევროკავშირი არის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებასა და კეთილდღეობას. გადავწყვიტეთ, საქართველოსთვის კარი გაგვეღო, გვსურს, რომ საქართველო ამ ოჯახის წევრი იყოს და გვინდა, რომ საქართველოსთან ერთად ჩვენი კოლექტიური მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები მივიღოთ. ახლა კი ქართველების ჯერია, გადაწყვიტონ, სურთ თუ არა, რომ შემოგვიერთდნენ და ევროკავშირის წევრები გახდნენ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ.

მსგავსი სიახლეები