ჰერცოგმა სუნაკთან შეხვედრისას BBC "ფაქტების დამახინჯებისთვის" გააკრიტკა
ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრისას BBC გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "მას სურს ამ ტრაგედიის შესახებ ობიექტური ან არაობიექტური გაშუქების საკითხი დააყენოს."
"ჩვენ ვგრძნობთ, რომ როგორც BBC აღწერს ჰამასს, არის ფაქტების დამახინჯება. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ვიცი, რომ თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც არის თქვენი და ჩვენი, თქვენ არ შეგიძლიათ ჩაერიოთ, მაგრამ იმის გამო, რომ BBC-ს აქვს გარკვეული კავშირი და ის ცნობილია როგორც ბრიტანული. მთელ მსოფლიოში უნდა იყოს აჟიოტაჟი, რათა ეს გამოსწორდეს და ჰამასი იდენტიფიცირდეს, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია." - თქვა ჰერცოგმა.
"კიდევ რა უნდა ნახონ, რომ გაიგონ, რომ ეს არის სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია?" - იკითხა ისრაელის პრეზიდენტმმა.
BBC უარს ამბობს ჰამასის წევრები "ტერორისტებად" მოიხსენიოს.
სუნაკმა საპასუხოდ განაცხადა, რომ "ამას უნდა ვუწოდოთ ის, რაც არის - ტერორისტული აქტი, რომელიც ჩადენილია ბოროტი ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მიერ."
"თქვენ არ გაქვთ მხოლოდ ამის უფლება, თქვენ გაქვთ ამის გაკეთების მოვალეობა," - განაგრძო სუნაკმა.
ბრიტანეთის პრემიერმა ასევე ისაუბრა "ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე" და აღნიშნა, რომ პალესტინელები "ჰამასის მსხვერპლი არიან."