"ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა და დრონი გაუშვა

ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" ხუთშაბათს ისრაელზე ძლიერი სარაკეტო და დრონების შეტევა დაიწყო და მისი ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ ახალი დარტყმებით დაემუქრა ისრაელს.

ამის შესახებ Reuters წერს.

"ჰეზბოლამ" განაცხადა, რომ 200-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა ისრაელის 10 სამხედრო ობიექტისკენ, ოთხშაბათს, ქვეყნის სამხრეთში "ჰეზბოლას" მეთაურის, მოჰამედ ნასერის მკვლელობის საპასუხოდ.  

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ მან აღმოაჩინა "200-ზე მეტი ჭურვი და 20-ზე მეტი საეჭვო საჰაერო სამიზნე, რომლებიც ლიბანიდან ისრაელში შემოვიდა", რომელთაგან ზოგიერთი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ და გამანადგურებელმა ჩამოაგდოს.

"ჰეზბოლას" მასიური თავდასხმის დროს დაიღუპა ისრაელელი ჯარისკაცი, 38 წლის რეზერვის მაიორი იტაი გალეა. 

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა. IDF-ის განცხადებით, დრონების განადგურებამ და ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია ხანძარი.

ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ "ჰეზბოლას სამხედრო სტრუქტურებზე დარტყმები განახორციელა რამიასა და ჰულას რაიონებში" (სამხრეთ ლიბანი).

"ჰეზბოლას" სპიკერმა ჰაშემ საფიდინმა, ბეირუთში ნასერის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი დაჯგუფება გააფართოვებს თავდასხმებს ისრაელის ობიექტებზე.

მსგავსი სიახლეები