ჰეზბოლას ლიდერი ბეირუთში ჰამასის და ისლამური ჯიჰადის ლიდერებს შეხვდა
ლიბანის ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა ბეირუთში ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის დაჯგუფებების ლიდერებს შეხვდა,
გამოქვეყნებულ სურათებზე ჩანს ნასრალას შეხვედრა ჰამასის ხელმძღვანელის მოადგილეს სალეჰ ალ-არურთან და ისლამური ჯიჰადის ლიდერ ზიად ნახალეჰთან.
25 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანში დაიბომბა ტერორისტების ქსელი, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით თავდასხმისთვის ემზადებოდა.
IDF-ის სპიკერმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში, გუშინდელი დღის განმავლობაში, ხუთი ასეთი ქსელი გაანადგურეს.
ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჰეზბოლას, ჰამასის და ისლამური ჯიჰადის ლიდერები ომის დაწყების შემდეგ საჯაროდ პირველად შეხვდნენ.