ჰეზბოლას ლიდერი: საუდის არაბეთის მეფე ტერორისტია
ჰეზბოლას გენერალურმა მდივანმა ჰასან ნასრალამ საუდის არაბეთი ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიის ექსპორტში და ორგანიზაციის მომარაგებაში დაადანაშაულა.
სატელევიზიო გამოსვლისას ნასრალამ საუდის არაბეთის მეფეს, სალმან ბინ აბდულ აზიზს მიმართა.
"თქვენო უდიდებულესობავ, ტერორისტი ის არის, ვინც დაეშის იდეოლოგიის მსოფლიოში ექსპორტირებას ახდენს, ტერორისტი ის არის, ვინც ათასობით საუდი გააგზავნა სუიციდური ოპერაციების ჩასატარებლად ირანსა და სირიაში, და ეს თქვენ ხართ!" - მიმართა ჰეზბოლას ლიდერმა საუდის არაბეთის მეფეს.
"ჩვენ თავს არ ვესხმით საუდის არაბეთს. ისინი ჩართული იყვნენ ძალიან დიდ კონსპირანციაში, რომელმაც რეგიონი გაანადგურა." - აღნიშნა ნასრალამ.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიკატიმ განაცხადა, რომ ნასრალას განცხადებები მთავრობის პოზიციას არ ასახავს. მისი თქმით, ლიბანის მთავრობას რეგიონული კონფლიქტებისგან დისოციაცია სურს.