ABC: ცახალის წარმომადგენელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას უარყოფს
აშშ-ისა და ისრაელის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა ABC News-ს განუცხადეს, რომ დღეს ღამით, ღაზაში დაწყებული სახმელეთო ოპერაცია ფართომასშტაბიანი შეტევა არ არის.
ანონიმურმა ამერიკულმა წყარომ ტელევიზიას განუცხადა, რომ ოპერაცია შეზღუდულია.
კითხვაზე, დაიწყეს თუ არა ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში სახმელეთო შეჭრა პარასკევს ღამით, არმიის სპიკერმა პიტერ ლერნერმა ABC News-ს განუცხადა: "ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენს გამწმენდ და მკაფიო მოქმედებებს, რათა შევქმნათ უკეთესი პირობები ადგილზე ოპტიმალური ოპერატიული პირობებისთვის. ჩვენ ვეძებთ ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობებს, ვანადგურებთ სადაზვერვო პუნქტებს და ვებრძვით ტერორისტებს, სადაც მათ ვპოულობთ, ფრონტის ხაზზე ან ღაზას სექტორის პერიფერიაზე."
"ჩვენ ვაპირებთ მათი შესაძლებლობების, მათი მთავრობის განადგურებას, რათა მათ ვერასოდეს გამოიყენონ ღაზას სექტორი პლაცდარმად ჩვენი ხალხის წინააღმდეგ," - აღნიშნა ლერნერმა.
კონტექსტი
ცოტა ხნის წინ დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის არმია ღაზაში სამხედრო ოპერაციას აფართოებს. ამასთანავე ჰაგარის არ დაუკონკრეტებია ნიშნავს თუ არა ოპერაციის გაფართოება სახმელეთო იერიშის დაწყებას.
ჰამასის თქმით, ღაზაში ისრაელის არმიის ტანკები შეიჭრნენ და ბრძოლები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
გასულ დღეებში ისრაელმა ღაზას სექტორში ჯავშანტექნიკის გამოყენებით რამდენიმე ლიმიტირებული რეიდი ჩაატარა.