ილჰამ ალიევი სომხეთზე: "მცირე საფრთხის შემთხვევაში, ჩვენ მათ გავანადგურებთ"

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს სრულად - ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჩათვლით - ჰადრუთისა და შუშის დაბრუნება სურს, რასაც აზერბაიჯანული მხარე მოთმინებით აკვირდება. 

"მცირე საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მათ დაუყოვნებლივ გავანადგურებთ", - განაცხადა ილჰამ ალიევმა. 

მისი თქმით, სომხური მხარე ცეცხლს ეთამაშება, რასაც საჭიროების შემთხვევაში, აზერბაიჯანელების რეაქცია აუცილებლად მოყვება. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მათი "მუშტები ჯერ კიდევ ადგილზეა და არსად წასულა."

ილჰამ ალიევის ეს განცხადება მისი მეუღლის - მეჰრიბან ალიევას ფეისბუქზე გავრცელდა. 

 

მსგავსი სიახლეები