ინდოეთში კორონავირუსით ჯამში 300,000 ადამიანი დაიღუპა
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში გარდაცვლილების რაოდენობამ 300,000-ს გადააჭარბა. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალურად დაღუპულების რაოდენობა ბევრად მეტია.
ინდოეთში Covid-19-ით ინფიცირების 26 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.
გარდაცვლილების რაოდენობით კი ქვეყანა აშშ-ს და ბრაზილიის შემდეგ პირველ ადგილზეა.
მაღალი სიკვდილიანობის ვირუსის მეორე ტალღა ქვეყანაში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ინდოეთის ჰოსპიტალური სექტორი დატვირთვას ვერ უძლებს, ქვეყანაში სასუნთქი აპარატებს მკვეთრი დეფიციტია.
ინდოეთში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევების ნახევარი წინა 3 თვეზე მოდის.
მხოლოდ ბოლო 26 დღეში ქვეყანაში 102,533 ადამიანი გარდაიცვალა.