ინდოეთი რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მსხვილი მომწოდებელი გახდა
ინდოეთიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი, მათ შორის სქემებისა, ჩიპებისა და ნახევარგამტარების ექსპორტის მოსულობა 100 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ამგვარად, ინდოეთი ჩინეთის შემდეგ ომის გასაგრძელებლად საჭირო კრიტიკული ტექნოლოგიის უმსხვილესი მიმწოდებელია. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ტექნოლოგიური ექსპორტის ზრდა მიმდინარე წლის გაზაფხულში დაიწყო, ხოლო ზაფხულში კიდევ უფრო დაჩქარდა.
ექსპორტის მოცულობით გამოდის, რომ რუსეთის სამხედრო-ინდუქსტრიული კომპლექსის მიერ იმპორტირებული ტექნოლოგიების მეხუთედზე მეტი ინდოეთზე მოდის.
ევროკავშირის ქვეყნები უკვე მრავალი თვეა ცდილობენ ინდოეთის მთავრობაზე ზეწოლას, რომ მიიღონ ზომები, თუმცა წყაროს ცნობით, კვლავ ვერ იღებენ მკაფიო პასუხს.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთსა და ინდოეთს შორის მზარდი ეკონომიკური ვაჭრობის მიზეზი, რუსეთის საბანკო ანგარიშებზე დაგროვილი დიდი რაოდენობი რუპიებია, რომლითაც ინდოეთი რუსეთიდან მკვეთრად გაზრდილი ნავთობის შესყიდვას აფინანსებდა.
ინდოეთზე კრემლმა ყურადღება მას შემდეგ შეაჩერა, რაც დასავლეთის წნეხის შედეგად თურქეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ტექნოლოგიების ექსპორტის პროცესს პრობლემები შეექმნა.