იორდანიამ მეფე აბდულასთან, სისისთან და აბასთან ბაიდენის შეხვედრა გააუქმა
იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აიმან საფადიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტი ამანში, რომელზეც ის იორდანიის მეფე აბდულას, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ სისის და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს უნდა შეხვედროდა, გაუქმდა.
17 ოქტომბრის საღამოს პალესტინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აბასმა უარი თქვა შეხვედრაში მონაწილეობაზე.
აბასი უნდა მეფე აბდულა II-სა და სისის სამიტზე უნდა ჩასულიყო, სადაც ისინი ისრაელ-ჰამასის ომს ბაიდენთან განიხილავდნენ.
მაგრამ მაღალჩინოსანმა თქვა, რომ აბასი უკან იხევს ღაზაში მდებარე საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებისადმი პროტესტის ნიშნად. აფეთქებაში არაბულლი ქვეყნები და ჰამასი ისრაელს ადანაშაულებენ, ისრაელი კი აცხადებს, რომ აფეთქება ისლამური ჯიჰადის მიერ გასროლილმა რაკეტამ გამოიწვია.
ღაზაში ჰამასის ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.