იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა
იორდანაში, სირიასთან საზღვარზე აშშ-ის ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა "ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური ჯგუფების მიერ განხორციელდა."
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ღაზაში ომის დაწყების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.
იორდანია აცხადებს, რომ თავდასხმა სირიაში მოხდა და არა იორდანიის ტერიტორიაზე.
უცნობია ვინ დგას ამ თავდასხმის უკან.
"მე და ჯილი ვუერთდებით ჩვენი დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს - და ამერიკელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით - ამ საზიზღარ და სრულიად უსამართლო თავდასხმაში ამ მეომრების დაკარგვის მწუხარებაში," - თქვა ბაიდენმა განცხადებაში.
დაღუპული და დაშავებული სამხედროების ვინაობა ჯერ არ სახელდება, რადგან ოფიციალური პირები ოჯახებს ინფორმაცია აწვდიან.
ამერიკული მედია იუწყება, რომ სულ მცირე 34 სამხედრო დაშავდა და დაშავებული ჯარისკაცების ნაწილი ევაკუირებული არიან ბაზიდან შემდგომი მკურნალობისთვის.
დეკემბერში ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 7 ოქტომბრის ჰამასის ტერორისტული თავდახსმის შემდეგ, ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებს სულ მცირე 97-ჯერ დაესხნენ თავს.