ირანელი გენერალი: ღაზას ჩრდილოეთით 400 კმ-ის სიგრძის გვირაბებია
ირანის არმიის გენერალური შტაბის უფროსის თქმით, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ მონაკვეთის ქვეშ 400 კილომეტრზე მეტი სიგრძის გვირაბებია.
"ზოგიერთ მათგანში შეიძლება მანქანებმა და მოტოციკლებმა გაიარონ," - განაცხადა გენერალ-მაიორმა მოჰამად ბაგერიმ თეირანში, სამოქალაქო თავდაცვის კონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ ზოგიერთ გვირაბს ისრაელის შიგნით შესასვლელი აქვს.
ისრაელმა ღაზას სასაზღვრო ბარიერის ქვეშ მიწისქვეშა სენსორები დააყენა, რომელსაც საზღვრის ქვეშ გათხრის პროცესის ამოცნობის უნარი აქვს, თუმცა 7 ოქტომბრის ტერორისტულმა თავდასხმამ ტექნოლოგიური უსაფრთოხება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
2014 წლის ომის დროს, ჰამასის ტერორისტებმა ჯვარედინი სასაზღვრო გვირაბების გამოყენებით ისრაელის ტეროტირიაზე მცირე მასშტაბის შეტევები განახორციელეს.
ბაგერის განცხადებით, ისრაელი ღაზაში სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას "მორიგი დამარცხების" შიშით აჭიანურებს.