ირანი: ჰამასი მზად არის მძევლები გაათავისუფლოს, თუ ისრაელი ღაზას დაბომბვას შეწყვეტს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჰამასი პოტენციურად მზად არის გაათავისუფლოს 200-მდე მძევალი, თუ ისრაელი ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმებს შეაჩერებს. ტერორისტულმა დაჯგუფებამ არ დაადასტურა ასეთი შეთავაზების არსებობა.
ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნასერ ქანაანმა თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირანი ჰამასის მთავარი სპონსორია ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჰამასის ოფიციალურმა პირებმა "განაცხადეს, რომ მზად არიან მიიღონ ზომები წინააღმდეგობის ჯგუფების მიერ დატყვევებული მოქალაქეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გასათავისუფლებლად, მაგრამ ასეთი ზომები მოითხოვს მომზადებას, რაც შეუძლებელია სიონისტების ყოველდღიური დაბომბვის დროს ღაზას სხვადასხვა ნაწილზე."
ჰამასმა განაცხადა, რომ ის ტყვეებს ათასობით პალესტინელში გაცვლის, რომლებიც ისრაელის ციხეებში არიან.
"ჩვენ წინააღმდეგობის მოძრაობისგან გავიგეთ, რომ მათ წინააღმდეგობის გაგრძელების პრობლემა არ აქვთ," - თქვა ქანაანმა ჰამასზე. "მათ თქვეს, რომ წინააღმდეგობას აქვს სამხედრო უნარი, ველზე ბრძოლა დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს."