ირანის მოსახლეობის ნახევარი სრულად აცრილია

 

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი, 44 მილიონი ადამიანი, სრულად არის აცრილი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ირანში 128 000 ადამიანი დაიღუპა.

ირანის მთავრობამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში Covid-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბოლო 7 თვეა იკლებს, რაც ვაქცინაციის დამსახურებაა.

ამავდროულად, ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსახლეობა სოციალური დისტანციის და პირბადეების ტარების წესს დიდწილად არ იცავს, რაც შემთხვევების რაოდენობას ზრდის.

ირანში ვაქცინაცია ძირითადად ჩინური სინოფარმით მიმდინარეობს. გარდა ამისა, მოსახლეობა Sputnik-V-სა და AstraZeneza-ს ვაქცინებით იცრება.

ივნისში ირანმა მოსახლეობის აცრა საკუთარი ვაქცინით, COVIran Barekat-ით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები