ირანის სარაკეტო თავდასხმა ბათ-იამზე: დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი, დაშავდა 200-მდე

შაბათს, ირანმა ბალისტიკური რაკეტებით ისარელის ქალაქი ბათ-იამი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, 200-მდე დაშავდა, ოთხი კი დაკარგულად ითვლება.
State Of Play: ეს ირანის მეორე სარაკეტო თავდასხმა იყო, რის შედეგადაც სირენები ჩაირთო და თელ-ავივის, ცენტრალური ისრაელის დიდი ნაწილის, აშდოდისა და იერუსალიმის ზოგიერთი ნაწილის მაცხოვრებლები თავშესაფრებში შევიდნენ.
- სამაშველო სამსახურების ცნობით, ბათ-იამში ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 წლის გოგონა, 10 წლის ბიჭი და 18 წლის ბიჭი, ხოლო თითქმის 200 დაშავდა.
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტას ასობით კილოგრამიანი ქობინი ჰქონდა.
- ოთხი ადამიანი დაკარგულად ითვლება და ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის სამძებრო-სამაშველო ბრიგადის ჯარისკაცებმა კვირას განაგრძეს მათი პოვნისა და გადარჩენის მიზნით სამუშაოები.
- IDF-ის შიდა ფრონტის სარდლობის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სკანირების დასრულებას სულ მცირე ერთი დღე დასჭირდება.
- ბათ იამის მერმა ცვიკა ბროტმა განაცხადა, რომ "61 შენობა დაზიანდა - მათგან ექვსის სრულად დანგრევა იქნება საჭირო."
Big Picture: ისრაელის ქალაქ რეჰოვოთში, სულ მცირე 42 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი მძიმედ. ისრაელელი სამხედროების თქმით, ერთი მამაკაცი, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა, საათობით იყო დარტყმის ადგილზე ნანგრევებში, სანამ მაშველებმა მისი ამოყვანა მოახერხეს.
- გარდა ამისა, ჰაიფას აღმოსავლეთით, ისრაელელი არაბებით დასახლებულ ქალაქ ტამრაში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
- ღამით, ირანი ისრაელს სულ 70 ბალისტიკური რაკეტით და ათობით დრონით დაესხა თავს, რის შედეგადაც სულ 11 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე დაშავდა.