ირანის შუამავლობით, ჰამასი 23 ტაილანდელ მძევალს გაათავისუფლებს
ჰამასმა განაცხადა, რომ ისრაელთან კატარის შუამავლობით გაფორმებული მძევლების შეთანხმების გარდა, ის ასევე 23 ტაილანდელ მძევალს გაათავისუფლებს.
ინფორმაციას პანარაბული საინფორმაციო სააგენტო Al-Araby Al-Jadeed ავრცელებს.
მძევლები ამჟამად ღაზაში იმყოფებიან და მათ ჰამასი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ირანის შუამავლობით, ტერორისტულ დაჯგუფებასა და ტაილანდის მთავრობას შორის მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლებს.
ანონიმურ ეგვიპტურ წყაროზე დაყრდნობით, არაბულენოვანი გამოცემა ამბობს, რომ თეირანმა ბანგკოკს 23 გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები უკვე მიაწოდა.
ტაილანდის მოქალაქეები 7 ოქტომბერის თავდასხმის დროს გაიტაცეს, რომლის დროსაც ათასობით ტერორისტმა 1200 ადამიანი, მათ შორის ათობით ტაილანდელი მუშა მოკლა და 240 მძევალი აიყვანა.