ისრაელელი გენერალი: ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი, ეს არის ხოცვა-ჟლეტა
ისრაელის თავდაცვის ძალებს საერთაშორისო ჟურნალისტები კფარ აზას კიბუცში, სამხრეთ საზღვართან ახლოს მიჰყავს, სადაც ჰამასის ტერორისტებმა დაახლოებით 70 ადამიანი მოკლეს.
ამის შესახებ The Times of Israel წერს.
"ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი, ეს არის ხოცვა-ჟლეტა," - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალ-მაიორმა იტაი ვერუვმა. "თქვენ ხედავთ ჩვილებს, მათ დედებს და მამებს, მათ საძინებლებში და დაცულ ოთახებში როგორ მოკლეს ისინი ტერორისტებმა - ეს არ არის ომი."
"ეს არის ის, რაც ცხოვრებაში არასდროს მინახავს," - ამბობს ის. "ჩვენ წარმოვიდგენდით ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ევროპაში პოგრომების დროს, მაგრამ ასეთი არასდროს გვინახავს უახლეს ისტორიაში."