ისრაელელი სამხედროების მიერ მოკლული მძევლის მამა ითხოვს, რომ ის დაღუპულ ჯარისკაცად აღიარონ
ალონ შამრიზის მამა, რომელიც პარასკევს შეცდომით მოკლეს ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა ღაზას ჩრდილოეთით შეჯაიას რაიონში მოკლეს, მოითხოვს მისი შვილი დაღუპულ ჯარისკაცად აღიარონ.
მე-12 არხთან საუბრისას ავი შამრიზმა განაცხადა, რომ მათ მოთხოვნა გააგზავნეს და უარი მიიღეს.
"დღეს მას უნდა ჩავხუტებოდი და არა მეგლოვა." - თქვა მან დაკრძალვის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში.
შამრიზი იხსენებს, რომ "არაერთხელ" უთხრეს, რომ მისი ვაჟი ალონი, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობდა გაქცევისას სხვა მოკლულ მძევლებს, იოთამ ჰაიმს და სამარ ფუად ტალალკას.
IDF-მა განაცხადა, რომ სამი მძევალი გაიქცა ან მიატოვეს ტერორისტებმა, რადგან ისრაელის ძალები მათ მიუახლოვდნენ და აღნიშნა, რომ ისრაელელი სამხედროები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ შეხვედრიან არცერთ სამოქალაქო პირს ომის შედეგად განადგურებულ ღაზას სექტორის ამ ნაწილში.
ალონ ლულუ შამრიზი, რომელიც კფარ აზას კიბუციდან 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს და ისრაელელმა სამხედროებმა შეცდომით მოკლეს ღაზაში, 2023 წლის 15 დეკემბერს
"ის მებრძოლი იყო, სამხედრო სამსახურიდან იცნობდა ჰამასის გვირაბებს," - აღნიშნა შამრიზმა. "ეჭვგარეშეა, რომ ის არის დამგეგმავი და ადამიანი, ვინც შეასრულა თავისი მეგობრების გაქცევის გეგმა."
"ის იქცეოდა ჯარისკაცივით, გადაიტანა ჰამასის ტყვეობა, რაც იოლი არ იყო. ვიცი, რომ აუცილებლად მან დაგეგმა გაქცევა, ამაში ეჭვი არ მეპარება." - თქვა მოკლული მძევლის მამამ.
მან ასევე დაგმო ის ჯარისკაცი, რომელმაც პირველად ესროლა მძევლებს და აღნიშნა, რომ მას სნაიპერული შაშხანა ჰქონდა ტელესკოპური ხედვით.
"ნათელი იყო, რომ მან იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე," - ამტკიცებს ავი შამრიზი.
კონტექსტი
15 დეკემბერს ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში სამი ებრაელი მძევალი მოკლეს. მძევლები ღაზას სექტორის ქალაქ ჯაბალიაში მდებარე შენობიდან გამოდიოდნენ, სამივე შიშველი იყო და ერთ-ერთს ეჭირა ჯოხი იმპროვიზირებული თეთრი დროშით. ერთ-ერთმა ებრაელმა ჯარისკაცმა მათკენ მამაკაცების მოძრაობა ჰამასის მცდელობად მიიჩნია, IDF-ის სამხედროები ხაფანგში შეეტყუებინათ, მაშინვე ცეცხლი გახსნა და დაიყვირა: "ტერორისტები!"
გამოძიების თანახმად, ამ ჯარისკაცმა ორი მამაკაცი მოკლა, ხოლო მესამე, რომელიც დაჭრეს, ისევ იმ შენობაში გაიქცა.
ამ დროს ბატალიონის მეთაური, რომელიც ასევე იმ შენობაში იმყოფებოდა, საიდანაც ჯარისკაცმა ისროლა, გარეთ გავიდა და სამხედროებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ამასობაში ებრაულად "დახმარების" შეძახილის ხმები გაისმა.
რამდენიმე წუთის შემდეგ მესამე მამაკაცი გამოვიდა შენობიდან და ის მეორე ჯარისკაცმა მოკლა.
ბატალიონის მეთაური მაშინ მიხვდა, რომ მესამე კაცის გარეგნობა უჩვეულო იყო და გაირკვა, რომ ის ისრაელელი მძევალი იყო.