ისრაელი 60 წელზე უფროსი მოსახლეობის მესამე დოზით აცრას იწყებს
ისრაელი ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ნახმან აშმა განაცხადა, რომ ისრაელი 60 წელზე უფროსი ადამიანების ვაქცინის მესამე დოზით აცრას შემდეგი კვირიდან დაიწყებს.
გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ჯანდაცვის სექტორის სპეციალისტებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
ისრაელში კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელების გამო კორონავირუსის ახალი ტალღა დაიწყო. იზრდება ჰოსპიტალიზირებული და მძიმე პაციენტების რაოდენობა.
ნაფტალი ბენეტმა ისრაელის აუცრელ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ქვეყანაში ზედიზედ სამი დღეა 2000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება.
ისრაელის მოსახლეობის 64% ვაქცინის ერთი დოზით, 58% კი სრულად აიცრა.