ისრაელი და აშშ ომის შემდეგ, ღაზიდან ჰამასის ათასობით წევრის გაძევებას განიხილავენ - WSJ
ისრაელი და აშშ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ათასობით დაბალი რანგის წევრის გაძევების ვარიანტს განიხილავენ. ისრაელს სურს, რომ ომის შემდეგ, ღაზას სექტორიდან ჰამასი სრულად ამოიძირკვოს.
ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს, როდესაც წარსულში პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (PLO) წევრების, მათ შორის ლიდერის, იასერ არაფატის ლიბანიდან ტუნისში დეპორტაცია მოხდა.
სტატიაში ნახსენები ანალიტიკოსი ამჯერად ამ შესაძლებლობას "არარეალურად" თვლის. მისი თქმით, ისრაელის ოფიციალურ პირებს ესმით, რომ ჰამასის წევრები ამას გააპროტესტებენ.
WSJ ისრაელისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებს ანონიმურობის პირობით ესაუბრა. მათ აღნიშნეს, რომ ჯიდევ ერთი ვარიანტია საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ მხარდაჭერილი "ღაზას აღდგენის ორგანოს" შექმნა, რომელსაც ჰამასისგან თავისუფალი ღაზას აღდგენა დაევალება.
ამ გეგმის აღსრულებისთვის "დიდი" დაბრკოლებაა ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოება იმის შესახებ, იქნება თუ არა პალესტინის ხელისუფლება ამ გადაწყვეტის ნაწილი (ისრაელი ამტკიცებს, რომ აბასის მთავრობას არ შეიძლება გადაეცეს ხელისუფლება).