ისრაელი: ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, დაჯგუფებაზე შეტევები განახლდა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ჰამასმა, დილის 7 საათისთვის, ისრაელს არ წარუდგინა დღეს გასათავისუფლებელი მძევლების სია და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია.
საპასუხოდ განახლდა თავდასხმები ტერორისტულ დაჯგუფებაზე.
IDF აცხადებს, რომ მისი მოიერიშე თვითმფრინავები ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტებს ბომბავენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰამასმა "დაარღვია ჩარჩო, არ შეასრულა ყველა მძევალი ქალის გათავისუფლების ვალდებულება და რაკეტები ესროლა ისრაელს."
"ბრძოლაში დაბრუნების ფონზე, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ისრაელის მთავრობა მზად არის მიაღწიოს ომის მიზნებს - გაათავისუფლოს ჩვენი მძევლები, გაანადგუროს ჰამასი და უზრუნველყოს, რომ ღაზა ვეღარასოდეს დაემუქრება ისრაელ ხალხს." - აღნიშნა პრემიერის ადმინისტრაციამ.
ჰამასის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელმა სამხრეთ ღაზა დაბომბა, მათ შორის აბასანის თემი ქალაქ ხან იუნისის აღმოსავლეთით.
ღაზაში, ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმაა შრაფ ალ-ქიდრამ განაცხადა, რომ ზავის დასრულების შემდეგ, ისრაელის თავდასხმების პირველ საათებში 14 ადამიანი დაიღუპა და ათობით კი - დაიჭრა.
ჰამასთან დაახლოებულმა წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ დაჯგუფების შეიარაღებულმა ფრთამ მიიღო "ბრძანება, განაახლონ ბრძოლა" და "ღაზას სექტორი დაიცვან."