ისრაელი: ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთ სანაპიროზე 800 პალესტინელი დავაკავეთ
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთ სანაპიროზე 800 ძებნილი პალესტინელი დააკავეს, მათ შორის 500-ზე მეტი ჰამასთან დაკავშირებული.
ისრაელელი სამხედროების თქმით, გუშინ ღამით, ჰამასის 37 წევრი დააკავეს.
მათი ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დასავლეთ სანაპიროზე IDF-ის ძალებსა და პალესტინელებს შორის მრავალი შეტაკება მოხდა, ასევე იყო რამდენიმე ტერორისტული თავდასხმის მცდელობა.
პალესტინის ხელისუფლების ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრიდან, დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელმა ჯარისკაცებმა და პალესტინის ტეროტორიაზე უკანონომდ მცხოვრებმა ებრაელმა ახალმოსახლეებმა მინიმუმ 97 პალესტინელი მოკლეს.