ისრაელის არმიამ 222 მძევლის ოჯახს შეატყობინა, რომ მათი ახლობლები ღაზაში არიან

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა კონტრ-ადმირალმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ სამხედროებმა ამ დრომდე 222 მძევლის ოჯახს აცნობეს, რომ მათი ახლობლები ღაზას სექტორში იმყოფებიან.

მისი თქმით, ამ რიცხვში შედის უცხო ქვეყნის მოქალაქეების არც თუ ისე მცირე რაოდენობა და მათ იდენტიფიცირებას და მათი ოჯახების ინფორმირებას დრო დასჭირდა.

მათ შორის არ არის ჯუდით რაანანი და მისი ქალიშვილი ნატალი, რომლებიც ჰამასმა პარასკევს ღამით გაათავისუფლა.

კითხვაზე, ჭიანურდება თუ არა სახმელეთო ოპერაცია, რათა მეტი დრო იყოს მძევლების შემდგომი გათავისუფლების მცდელობებისთვის, ჰაგარმა უპასუხა, რომ "ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ მძევლების გასათავისუფლებლად და სახლში დასაბრუნებლად."

მსგავსი სიახლეები