ისრაელის არმიის მეთაურები ღაზას თავზე დაფრინავენ და დასახლებას ზვერავენ
ისრაელის საჰაერო ძალები ბოლო დღეებში ღაზას სექტორის თავზე სახმელეთო ჯარების მეთაურებთან ერთად დაფრინავს, რომლებიც იმ ტერიტორიას ეცნობიან, სადაც შეტევა უნდა დაიწყოს. ან ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
ბრიგადისა და ბატალიონის მეთაურებს, რომელთაგან ბევრი არასოდეს ყოფილა იმ ზონაში, რომელიც ისრაელმა 2005 წელს დატოვა, საბრძოლო ვერტმფრენებიდან აჩვენეს ტერიტორია, სადაც მოსალოდნელია სახმელეთო ჯარების შეტევა.
IDF-მა შაბათს განაცხადა, რომ ის ამთავრებს მზადებას "ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან კოორდინირებული თავდასხმისთვის."
კვირას ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურა "ჰამასის" უფროსი მეთაური, მუატაზ ეიდი, ტერორისტული დაჯგუფების სამხრეთ რაიონის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ დღის განმავლობაში 250-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს, ძირითადად ჩრდილოეთით. სამიზნეები მოიცავდა "ჰამასის" და პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" სამხედრო შტაბებს, სადამკვირვებლო პუნქტებს და რამდენიმე რაკეტის გამშვებს.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ღაზაში ბრძოლის მეცხრე დღეს, IDF-ის გენერალური შტაბის უფროსმა კვირას სამხედროებს განუცხადა, რომ ჯარი მალე შევა ღაზას სექტორში, რათა "ჰამასი" გაანადგუროს.
"ჩვენ ვაპირებთ რაღაც დიდს, მნიშვნელოვანს, რათა დიდი ხნით შევცვალოთ სიტუაცია... ეს არის დიდი მისია, დიდი პრივილეგია, ეს ბრწყინვალედ გავაკეთოთ," - აღნიშნა მან. "ისრაელის სახელმწიფო, სამხრეთის მაცხოვრებლები - თქვენ ყველა ნდობას გიცხადებს."
14 ოქტომბერს "ჰამასის" ტერორისტებმა სამხრეთ ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი სასტიკად მოკლეს. ამასთანავე, კვირა საღამოს მდგომარეობით, ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპა 289 ჯარისკაცი და 51 პოლიციელი.