ისრაელის არმიის მრჩეველი გახდა ამერიკელი გენერალი, რომელიც ISIS-ს ურბანულ გარემოში ებრძოდა
პენტაგონმა ისრაელში სამხედრო მრჩევლები გაგზავნა, მათ შორის საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალი, რომელიც ურბანული ომის სპეციალისტია. ამერიკელი ოფიცრები ისარელს ღაზაზე შეტევის დაგეგმვაში და საჰაერო თავდაცვის სისტემის დახვეწაში დაეხმარებიან.
ამის შესახებ PBS წერს.
ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალ-ლეიტენანტი ჯეიმს გლინია, რომელიც ადრე სპეციალური ოპერაციების ძალებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელმძღვანელობდა და ერაყის ქალაქ ფალუჯაში ყველაზე მწვავე ურბანული ბრძოლების დროს მსახურობდა.
გამოცემის ცნობით, გლინი ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს ასევე რჩევებს მისცემს, თუ როგორ უნდა შემცირდეს სამოქალაქო მსხვერპლი ურბანული ომის დროს.
ისრაელი ღაზაზე ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას ისეთ გარემოში ამზადებს, სადაც ჰამასის ტერორისტებს წლების განმავლობაში მოზმადებული გვირაბის ქსელები და ხაფანგები აქვთ ღაზას ჩრდილოეთით, მჭიდრო ურბანულ დასახლებებში.