ისრაელის არმიის თადარიგის გენერალი იხსენებს, როგორ გადაარჩინა მისი ოჯახი "ჰამასისგან"
თადარიგის გენერალ-მაიორმა ნოამ ტიბონმა ისრაელის მე-12 არხთან მოყვა, როგორ წავიდა ნაჰალ ოზის კიბუცში და ისრაელის თავდაცვის ძალებთან ერთად როგორ გადაარჩინა მისი ოჯახი.
ამის შესახებ The Times of Israel წერს.
მისი თქმით, სამხედროებმა რამდენიმე ტერორისტი მოკლეს და მისი შვილი და შვილიშვილები გადაარჩინეს.
მისი შვილი, ამირი, Haaretz-ის ჟურნალისტი, სოციალურ მედია პლატფორმაზე X-ზე წერს, რომ მისი "გმირი" მამა თელ-ავივიდან ჩავიდა კიბუცში, სახლში "ჯარისკაცები მიიყვანა" და მათ "ტერორისტების მოკვლაში დაეხმარა."
ამირი ასევე აქებს თავის ქალიშვილებს, რომ ისინი სახლში საათობით იყვნენ ჩუმად, სანამ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროები მივიდნენ.
"ჩვენ ვლოცულობთ დაკარგული და დაშავებული მეზობლებისთვის." - წერს ჟურნალისტი.