ისრაელის დაზვერვის ყოფილი შეფი: სოლეიმანის ლიკვიდაციაში ვმონაწილეობდით

 

ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილი შეფის, თამირ ჰეიმანის განცხადებით, ისრაელი  გასულ წელს ირანელი გენერლის ლიკვიდაციის ამერიკულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

ირანის რევოლუციის გუშაგთა ელიტური ნაწილის - ყუდსის ძალების - მეთაური ყასემ სოლეიმანი 2020 წლის იანვარში, ბაღდადის აეროპორტთან ახლოს, ამერიკული უპილოტო საჰაერო აპარატის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ირანელი გენერლის ლიკვიდაციაში ისრაელის როლის შესახებ მედიაში ინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა. NBC News-ის თანახმად, ისრაელის დაზვერვა აშშ-ს სოლეიმანის დამასკოდან ბაღდადში მოგზაურობის ტრაექტორიის განსაზღვრაში დაეხმარა.

„სოლეიმანის ლიკვიდაცია, ჩემი აზრით, მიღწევა იყო... ძალიან იშვიათია, რომ ასეთი მაღალი რანგის სამხედროს და სტრატეგოსის ადგილმდებარეობის დადგენა შეძლო“, - განაცხადა დაზვერვის ყოფილმა მეთაურმა.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებს ჰეიმანის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 


სოლეიმანი ირანის სამხედრო ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, რამდენიმე ფრონტზე ხელმძღვანელობდა - მათ შორის სირიასა და ერაყში.

გავლენიანი გენერალი ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლებოდა.

მსგავსი სიახლეები