ისრაელის გენერალური შტაბის უფროსი: ქალაქ ღაზას ალყაში ვაქცევთ

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელის არმია ქალაქ ღაზას რამდენიმე მიმართულებით ალყაში აქცევს.

"ჩვენ გადავედით ომის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე. თავდაცვის ძალები იმყოფებიან ჩრდილოეთ ღაზას შუაგულში, მოქმედებენ ქალაქ ღაზას ალყაში მოსაქცევად და აღრმევებენ [სახმელეთო შეტევას] და მიღწევებს," - თქვა ჰალევიმ საჰაერო ძალების ბაზაზე,

"ჩვენი ძალები იბრძვიან ვიწრო და რთულ ურბანულ ზონაში, რაც მოითხოვს პროფესიონალურ ბრძოლას და გამბედაობას," - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ჯარები ჩართული არიან ახლო ბრძოლებში. "სახმელეთო ძალებს აქვთ ზუსტი სადაზვერვო მონაცემები, მხარდაჭერა ჰაერიდან და ზღვიდან. ეს პარტნიორობა ბევრად უფრო ეფექტურს ხდის ბრძოლას," - განაგრძობს ჰალევიმ.

"ჩვენს მეომრებს, რომლებიც რთულ პირობებში იბრძვიან სასტიკი მტრის წინააღმდეგ, აქვთ უზარმაზარი უპირატესობა: მათ ძარღვებში ჩქეფს მეგობრობა და საბრძოლო სული, ისრაელის საზოგადოების სული, რასაც ჩვენი საქმის სამართლიანობა ყოველთვის თან ახლავს." - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.

ჰალევის თქმით, IDF-ს აქვს "ვალდებულება" სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, რომლებიც ჰამასს და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს ჰყავთ ღაზას სექტორში.

"ჩვენ არ გვაქვს სხვა ქვეყანა აბსოლუტური ბოროტების პირისპირ. ჩვენ ვმოქმედებთ სიმშვიდით, გონიერებითა და მონდომებით," - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები