ისრაელის მთავრობის წევრი: აუცრელებს სანქციები უნდა დაუწესდეთ
ისრაელის მთავრობის წევრმა მეირ კოენმა განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც არ იცრება, სანქციები უნდა დაუწესდეს.
"მე მხარს ვუჭერ აუცრელებისთვის სანქციების დაწესებას," - თქვა შრომის, სოციალური საკითხებისა და სოციალური მომსახურების მინისტრმა მეირ კოენმა. "დადგება დრო, როდესაც ჩვენ სანქციების გამკაცრებაც მოგვიწევს. თუ ეს საკითხი დადგება, მე მხარს დავუჭერ."
ამჟამად, ისრაელის 600 000 სრულწლოვანი მოქალაქე აცრილი არ არის, მილიონი კი ვაქცინის მესამე დოზით არ აცრილა.
ისრაელის საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების უმრავლესობა აუცრელია.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 50% ბავშვები ან აუცრელები არიან.
ამ თვეში ავსტრიის ხელისუფლებამ გადაწვიტა, რომ ის ადამიანები, ვინც არ აიცრა, სახლის დატოვება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, საკვების შესაძენად და გადაუდებელი საჭიროებით შეძლებენ.