ისრაელის პრემიერი: ანტივაქსერები ქვეყანას საფრთხეს უქმნიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ქვეყნის ყველა მოქალაქეს მკაცრად მოუწოდა, რომ აიცრან. 

მისი თქმით, ისრაელის მილიონი მოქალაქე, რომელიც აცრაზე უარს ამბობს, ქვეყანას საფრთხის ქვეშ აყენებს.

“12 წელზე უფროსი ყველა მოქალაქე, რომელსაც სამედიცინო მიზეზი არ აქვს, აუცილებლად უნდა აიცრას - განაცხადა პრემიერმა სატელევიზიო მიმართვაში -  მილიონი ისრაელის მოქალაქე, რომელიც არ იცრება, საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას, ისინი საფრთხეს უქმნიან დანარჩენ 8 მილიონ ადამიანს.”  

ბენეტის თქმით, ამ მილიონი ადამიანის სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ მთელ ქვეყანას მეოთხე კარანტინამდე მიიყვანს.

“თუ იცნობთ ვაქცინის უარმყოფელს, დაარწმუნეთ ისინი, აუხსენით, რომ სხვების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ, არ დანებდეთ მათ”, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები