ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი გახდა
ისრაელის ქნესეთმა ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად ისააკ ჰერცოგი აირჩია. მისი მამა ხაიმ ჰერცოგი ისრაელის მე-6 პრეზიდენტი იყო.
ჰერცოგი ისრაელის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო. 2015 წელს ის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდთან დამარცხდა.
ისააკ ჰერცოგს ქნესეთის 120 წევრიდან 87-მა დაუჭირა მხარი. მისმა ოპონენტმა მირიამ პერეცმა 26 ხმა მიიღო.
ჰერცოგს გამარჯვება უკვე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და წარმატებები უსურვა.