ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისტორიული ვიზიტით ბაჰრეინს ეწვია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი ბაჰრეინში ისტორიული ვიზიტით იმყოფებოდა. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერობა შარშან დაიწყო.

იაირ ლაპდს ჰქონდა "ისტორიული, თბილი და იმედით აღსავსე შეხვედრა" მეფე ჰამად ალ ხალიფასთან. ამის შესახებ მანამაში ისრაელის საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაჰრეინში ვიზიტისას გახსნა.

ლაპიდი ბაჰრეინში მანამასა და თელ ავივს შორის განხორციელებული პირველი კომერციული ფრენით ჩავიდა.

ბაჰრეინმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, მაროკომ და სუდანმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება ამერიკის შუამდგომლობით გაფორმებული აბრაჰამის შეთანხმებით დაიწყეს.

წარსულში ისრაელთან მსგავსი შეთანხმებები მხოლოდ ორ არაბულ ქვეყანას - ეგვიპტესა და იორდანიას ჰქონდათ.

ლაპიდს აეროპორტში მისი კოლეგა, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი დახვდა, რომელიც ისრაელს ნოემბერში ეწვია.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს, მათ შორის, სამედიცინო და ენერგეტიკის სფეროში.

 

 

მსგავსი სიახლეები