ისრაელის თავდაცვის მინისტრი მაროკოს ეწვია

 

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი მაროკოს დედაქალაქ რაბატში ისტორიული ვიზიტით იმყოფება.

ეს ისრაელის თავდაცვის მინისტრის პირველი ფორმალური ვიზიტია ქვეყანაში.

მაროკომ და ისრაელმა 2000 წელს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა 2020 წელს აღადგინა.

ორ ქვეყანას შორის შუამავალი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო.

ბენი განცმა ტვიტერზე მის მაროკოელ კოლეგასთან, აბდ ალ-ლატიფ ლოდისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

განცის ვიზიტი მაროკოსა და ალჟირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას დამეთხვა. ალჟირი მაროკოს პროვოკაციებში, მათ შორის, ებრაული ტექნოლოგიებით ალჟირელი პოლიტიკოსების და ოფიცრების თვალთვალში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, ალჟირი მაროკოს დრონით თავდასხმაში ადანაშაულებს, რასაც დასავლეთ საჰარას ტერიტორიაზე სამი ალჟირელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები