ისრაელის თავდაცვის მინისტრი პალესტინის პრეზიდენტს შეხვდა

 

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ისრაელის თავდაცვის მინისტრ ბენი განცს ეწვია.

შეხვედრა ბენი განცის სახლში გაიმართა.

მხარეებმა უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

"2010 წლის შემდეგ პალესტინელ და ისრაელელ მაღალჩინოსნებს შორის ასეთი მაღალი დონის შეხვედრა არ გამართულა", - განაცხადეს პალესტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა უარყო, რომ პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებენ.  

"აბასის ადმინისტრაციასთან სამუშაო ურთიერთობის გაუმჯობესება გვსურს", - აცხადებს ისრაელის კოალიციური მთავრობის ლიდერი.

ბოლო ხანებში ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა.

მაისში იერუსალიმში ებრაელებსა და არაბებს შორის დაპირისპირებას ღაზას სექტორსა და დასავლეთ ნაპირზე კონფლიქტის კერის გაღვივება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები