ისრაელმა ღაზას მეჩეთებში "ჰამასის" 2 საოპერაციო ობიექტი დაბომბა
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს ღაზაში "ოპერატიული ინფრასტრუქტურა" დაბომბა, რომლებიც მეჩეთებში იყო განთავსებული და ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული აქტებისთვის გამოყენებოდა.
ისრაელი "ჰამასს" "წმინდა ადგილების" გამოყენებისა და ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის ექსპლუატაციისთვის აკრიტიკებს.
კონტექსტი
შაბათს დილით, პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ისრაელზე მასშტაბური სახმელეთო და სარაკეტო შეტევა დაიწყო.
ყველასთვის მოულოდნელად, "ჰამასის" მებრძოლებმა ბლოკადაში მყოფი ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის ბლოკპოსტები გაარღვიეს და სამხრეთ ისრაელში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ.
პარალელურად დაიწყო სარაკეტო შეტევაც. სხვადსხვა ცნობებით, ისრაელის მიმართულებით გაისროლეს 5000-დან 7000-მდე რაკეტა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბერს სულ მცირე 1590 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოებში მკურნალობს.
23:30 საათის მდგომარეობით, 19 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 293 მძიმე, 315 საშუალო სიმძიმის, 715 მსუბუქი, 181-ის ევაკუაცია კი ამ დრომდე მკურნალობს.
სავარაუდოდ, დაღუპულია მინიმუმ 250 ადამიანი, თუმცა, ეს რიცხვი გაიზრდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია.
ოპოზიციური პარტია "ეროვნული ერთიანობის" ლიდერმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელი "სრულიად ერთიანია."