ისრაელმა ჰამასის გვირაბები ზღვის წყლით წარმატებით დატბორა - TOI
Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში, ჰამასის გვირაბების ზღვის წყლით დატბორვა წარმატებით დატესტეს.
ამ კვირის დასაწყისში The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ IDF-მა ზღვის წყლის ჰამასის მიწისქვეშა გვირაბების სისტემაში გადატუმბვა დაიწყო, რაც პალესტინური ტერორისტული ჯგუფის გადასასვლელებისა და თავშესაფრების მიწისქვეშა ქსელის განადგურებას და მისი ტერორისტების მიწის ზემოთ ამოყვანას ისახავს მიზნად.
IDF-ის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ გვირაბების დატბორვა "კარგი იდეაა, მაგრამ დეტალებზე კომენტარს არ გავაკეთებ."
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ არმია მოქმედებს სადაზვერვო ცნობების საფუძველზე, თუ სად არიან მძევლები და არ გადადგამს ზომებს, რომლებიც ზიანს მიაყენებს მათ.