ისრაელმა ჰამასის საველე მეთაური მოკლა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტვიტერზე განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ჰამასის საველე მეთაურის, იად ფატაჰი ფაიკ შაჰირის ლიკვიდაცია მოახდინეს.
“ჩვენ ახლახანს გავანადგურეთ ჰამასის ანტი-სატანკო სარაკეტო შენაერთის მეთაური, იად ფატაჰი ფაიკ შაჰირი. ის ბრალდებული იყო ანტი-სატანკო რაკეტებით ისრაელზე შეტევაში. ჩვენი ავიაგამანადგურებლები აგრძელებენ ღაზაში ტერორისტების სამიზნეებზე შეტევას,” - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის 130-ზე მეტი სამხედრო ობიექტი, მათ შორის, იარაღის საწარმოები და სადაზვერვო ინფრასტრუქტურა დაბომბეს.