ისრაელმა კვლავ შეზღუდა ღაზაში გატარებული ჰუმანიტარული ტვირთების მოცულობა

საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ ისრაელმა კვლავ შეზღუდა ღაზაში მიმავალი ჰუმანიტარული ტვირთების მოცულობა. 

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ავრცელებს

გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ისრაელმა გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული წნეხის წინააღმდეგ მიიღო - გასულ დღეებში ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ისრაელისგან ღაზაში შემავალი ჰუმანიტარული ტვირთის მოცულობის ზრდისკენ მოუწოდებდა. 

ცეცხლის შეწყვეტის პირობების მიხედვით, ისრაელმა ღაზაში შემავალი ტვირთების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა - სექტორში დღეში დაახლოებით 200 სატვირთო შედიოდა, გარდა ამის გასული 7 დღის განმავლობაში ისრაელმა პირველად გაატარა საწვავი. 

შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ ღაზაში შემავალი სატვირთოების მოცულობა 20-მდე შემცირდა, შეწყდა საწვავის მიწოდებაც. 

კონტექსტი 

გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ცნობით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამწვავებს ღაზაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მით უფრო, რომ პაუზის პერიოდში გაზრდილი ჰუმანიტარული ტვირთიც მოცულობაც არ იყო საკმარისი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად. 

პირველი დეკემბერს დილით ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ამოიწურა, თუმცა მოლაპარაკებები ზავის გახანგრძლივების შესახებ კატარში ამ დრომდე გრძელდება. 

კატარის მედიაციით, ისრაელმა და ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 23 ნოემბერს მიაღწიეს. ზავი შემდეგ კიდევ ორჯერ გახანგრძლივდა და ჯამურად 7 დღე გასტანა. 

ამ დროის განმავლობაში მძევლობიდან გათავისუფლდა 110 მძევალი და 300-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი ისრაელის ციხეებიდან. 

მსგავსი სიახლეები