ისრაელმა ციხიდან გაქცეული ექვსი პალესტინელი პატიმარი დააკავა

ისრაელის არმია აცხადებს, რომ მათ ციხიდან გაქცეული 6 პალესტინელიდან ყველას დაკავება შეძლეს.

ორი კვირის წინ ისრაელის ციხიდან გვირაბის გათხრის შემდეგ პალესტინელი პატიმრები გაიქცნენ. 

გუშინ, ებრაელმა ჯარისკაცებმა 2 ყველაზე საშიში პატიმარი, ტერორისტული ჯგუფი "ისლამური ჯიჰადის" წევრები დააპატიმრა.

დანარჩენი 4 კი წინა კვირაში.

პატიმრების გაქცევას პალესტინაში სახალხო ზეიმი მოჰყვა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გაქცეულების დაკავების სპეცოპერაციას "შთამბეჭდავი და სწრაფი" უწოდა.

მსგავსი სიახლეები