ისრაელში ფრინველის გრიპის აფეთქებაა

 

ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში ფრინველის გრიპის აფეთქებაა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გრიპის შემთხვევები დაფიქსირდა ინდაურისა და ქათმის ფერმებში მოშავ დვორასა და გივატ იოავში, სადაც 48 000 ფრინველია.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოდედ ფორერმა ფერმერებს მოუწოდა ბიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები მკაცრად დაიცვან.

ინფორმაცია ადამიანების ინფიცირების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

 

 

მსგავსი სიახლეები