ისრაელთან ომისას ღაზაში 2,000 სახლი დაინგრა
პირველადი ცნობებით, პალესტინურ ტერორისტულ დაჯგუფებებსა და ისრაელს შორის დაპირისპირებისას ღაზაში მინიმუმ 2,000 სახლი დაინგრა.
ჰამასის კონტროლირებული ღაზის შრომისა და საბინაო პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ, ნაჯი სარჰანმა განაცხადა, რომ 15,000 სახლი ნაწილობრივ დაზიანდა 11 დღიან ომში.
სარჰანის თქმით, საომარი მოქმედებებისას 4 მეჩეთი დაინგრა. მან ასევე დასძინა, რომ ღაზის ინდუსტრიული ზონა თითქმის მთლიანად განადგურდა.
ამავდროულად, ქალაქში მიმდინარეობს ისრაელის მიერ ნასროლი აუფეთქებელი რაკეტების ძებნა - ამჟამად 300 მსგავსი რაკეტაა ნაპოვნი.
ომის შედეგად ღაზას 150 მილიონი დოლარის ფინანსური ზიანი მიადგა. თუმცა, ზარალის დათვლა ისევ გრძელდება.
--------------------------------------------------------------
გაეროს ცნობებით, ღაზაში 800,000 ადამიანს არ აქვს რეგულარული წვდომა სუფთა წყალთან და წყლის სისტემის 50% ომისას მძიმედ დაზიანდა.
გარდა ამისა, გაერომ განაცხადა, რომ 10 მაისის შემდეგ 53 სასწავლო დაწესებულება, 6 ჰოსპიტალი და 11 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი დაზიანდა.
წყარო:
timesofisrael.com