ISW: რუსეთი ბირთვული შანტაჟით უკრაინის მხარდაჭერის შენელებას ცდილობს
კრემლი სავარაუდოდ ცდილობს დასავლეთში უკრაინის კონფლიქტის ბირთვული ესკალაციის შიში გამოიყენოს, რათა შეზღუდოს კიევის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა და შეანელოს მისთვის იარაღის მიწოდება.
ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშში წერს.
ISW კომენტარს აკეთებს ნიუ დელიში, G20-ის სამიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საუბარზე.
ცნობილია, რომ ბლინკენმა ამ საუბრისას, მოსკოვს მოუწოდა გადახედოს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში (START-3) მონაწილეობის შეჩერების გადაწყვეტილება".
"სავარაუდოდ, რომ რუსი ოფიციალური პირები START-3-ის აღდგენის საკითხზე მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს აწარმოებენ", - აცხადებენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
"ასევე ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მაგრამ ის რეგულარულად აყენებს ბირთვული ესკალაციის საფრთხეს დასავლეთის დაშინების მიზნით", - აღნიშნავს ISW.