იტალიელი ბორტგამცილებლები პროტესტის ნიშნად გაშიშვლდნენ
"ალიტალიას" 50 ყოფილი ბორტგამცილებელი რომში საპროტესტო აქციაზე ნაწილობრივ გაშიშვლდა.
ამით მათ კომპანიის მიერ თანამშრომლებისა და ხელფასების შემცირება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "ალიტალია ჩვენ ვართ".
"ალიტალია" კომპანია ITA Airways-მა შეიძინა, რის შემდეგაც სამსახური 10,500 თანამშრომლიდან მხოლოდ 2,600-მა შეინარჩუნა. ახალი კომპანია "ალიტალიას" თვითმფრინავების ნახევარს შეინარჩუნებს, ნაწილი კი ახალი Airbus-ებით ჩანაცვლდება.
ITA Airways-ის თქმით, ცვლილებები მგზავრებზე გავლენას არ მოახდენს.