იტალიის პოლიციამ კრემლთან დაახლოებულ პირებს ქონება ჩამოართვა
იტალიის პოლიციამ კრემლთან დაახლოებულ 4 პირს ვილები და იახტები ჩამოართვა, რომელთა საერთო ღირებულება 140 მილიონი ევროა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვილები ჩამოართვეს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვსა და ვლადიმერ სალავიოვს, რომელიც კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტია.
იტალიის პოლიციის სიაში, რუსეთის ყველაზე მდიდარი ოლიგარქის - ალექსეი მორდაშოვისა და პუტინთან დაახლოებული გენადი ტიმჩენკოს იახტებიც მოხვდნენ.
იტალია ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც გასული 20 წლის განმავლობაში, რუსმა ოლიგარქებმა უამრავი ქონება შეიძინეს. სავარაუდოა, რომ ძვირადღირებული ქონების ჩამორთმევა კვლავ გაგრძელდება.